geo

საქველმოქმედო

ბავშვთა დღის ცენტრი "ჯადოსნურ სამყარო"

შეზღუდული უნარების მქონე ბავშვთა ქუთაისის დღის ცენტრს ესაჭიროება აღსაზრდელთა პირადი ნივთების შესანახი კარადები.

100 % დარჩა 0 ლარი

455GEL

100%

map

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს "ჯადოსნურ სამყარო“-ს 2008 წლიდან ადმინისტრირებას უწევს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. 

დღის ცენტრის მიზანია ბავშვების ინდივიდუალური განვითარების და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი საყოფაცხოვრებო, სოციალური, გარემოში ადაპტაციისა და დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ–ჩვევების განვითარებით. ბავშვები ყოველდღე აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ და გასართობ აქტივობებში პროფესიონალი პედაგოგების, ფსიქოლოგის და ოკუპაციური თერაპევტის ზედამხედველობით. ამ დროისთვის "ჯადოსნურ სამყაროში“ 19 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი იღებს მომსახურებას. აქედან 12 ბავშვისთვის უკვე დამზადდა იზოლირებული კარადები მათი პირადი ნივთების შესანახად. შეზღუდული დაფინანსების გამო ცენტრს ამ ეტაპზე არ გააჩნია საშუალება თავისი რესურსებით უზრუნველყოს კიდევ 7 კარადის დამზადება, რომლის საერთო ღირებულებაც შეადგენს 455 ლარს (1 კარადა x 65ლარი).

კარადებს დაამზადებს შ.პ.ს. იმერი