geo

საქველმოქმედო

ნასყიდაშვილი-გუგავების ოჯახი

ოჯახს ესაჭიროებოდა საწოლი

100 % დარჩა 0 ლარი

437.5GEL

100%

map

ნასყიდაშვილი-გუგავას 9 სულიანი ოჯახი ცხოვრობს კოდაში 1 ოთახიან ბინაში. ოჯახის შემოსავალი არის სიღარიბის პენსია 290 ლარის ოდენობით. ამას ემატება ბატონი გუგავას პერიოდული შემოსავალი, რომელსაც იგი სხვადასხვა ობიექტზე მუშაობისას გამოიმუშავებს. 

ოჯახს ჰქონდა უფრო ცოტა საწოლი, ვიდრე ოჯახის წევრების რაოდენობაა, რის გამოც ბავშვებს ერთად უწევდათ ძილი უხარისხო საწოლებზე. მათ ესაჭიროებოდათ ახალი საწოლი.

ორსართულიან საწოლს დაამზადებს შპს. "პანჩო" 350 ლარად.
პროექტის საერთო ღირებულება: 350+25%= 437.5


ჩვენ შევისყიდეთ საწოლი და გადავეცით ოჯახს. 

შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტის ნახვა შეგიძლიათ აქ.