geo

საქველმოქმედო

დღის ცენტრი "ინვალიდი ბავშვი ოჯახი საზოგადოება"

დღის ცენტრს ესაჭიროებოდა გაზქურა და მაცივარი.

100 % დარჩა 0 ლარი

860GEL

100%

map

კავშირი "ინვალიდი ბავშვი ოჯახი საზოგადოება" რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 1997 წ. 24 ოქტომბერს და არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში.

ორგანიზაცია მიზნად ისახავს

•შშმ პირთა  და მათი ოჯახების უფლებების დაცვას;

•შშმ პირთათვის თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობას, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით;


კავშირის ბაზაზე ამჟამად მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრი.ცენტრი ემსახურება 18-დან 34 წლამდე ასაკის 27 ადამიანს, რომლებზეც ყოველდღიურად ზრუნავს მაღალ კვალიფიციური მულტიდისციპლინარული გუნდი (სპეცპედაგოგი, დამხმარე პედაგოგი, ექიმი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი, დრამის სპეციალისტი).

დღის ცენტრის მიზანია:ხელი შეუწყოს  ბენეფიციართა დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას,მათ მენტალურ, ფიზიკურ და სოციალურ კეთილდღობას.

ცენტრის ძირითადი აქტივობებია: წევრებისათვის ყოველდღიური ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების ათვისებაზე მიმართული აქტივობების დანერგვა, ასევე წინა პროფესიული და პროფესიული უნარჩვევების გამომუშავება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ზრდასრულებისთვის ძალზედ  მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევბების გამომუშავება და განვითარება, რაც შესაძლებელი მხოლოდ შესაბამისი ყოველდღიური საქმიანობების განხორციელებით.  

ცენტრში ამჟამად მუშაობს: გობელენის, თექის, მინანქრის სახელოსნოები, ასევე დრამ წრე.

ამჟამად გვინდა მოვაწყოთ სამზარეულო და დავნერგოთ სამზარეულოს აქტივობების სწავლება. სამზარეულოს არსებობა დღის ცენტრში შესაძლებლობას მოგვცემს განვავითაროთ ჩვენი ცენტრის წევრების ისეთი უნარები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ყოველდღიურ საქმიანობასთან როგორც არის საჭმლის მომზადება, ჭურჭლის დარცხვა და სხვა, ასევე  სამზარეულო აქტივობების  დანერგვა შექმნის შესაძლებლობას რომ ჩვენი დღის ცენტრის წევრებმა შეიძინონ    მაღაზიაში სიარულის, პროდუქტის ყიდვის თუ ფულის  ანგარიშის უნარებიც.

ამ ეტაპზე ცენტრს უკვე გააჩნია სამზარეულოს ოთახისთვის გამოყოფილი ფართი, და გარკვეული, მარტივი აღჭურვილობის ნაწილი.   ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცივარი და გაზქურა, რომლის შეძენის საშუალება ცენტრს არ აქვს.  

ეს აქტივობები საბოლოოდ დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ ბენეფიციართა თვითმომსახურების უნარ-ჩვევები  და  გავზარდოთ მათი დამოუკიდებლობის ხარისხი.

გაზქურა სავაჭრო ცენტრ კიდობანში ღირს 330 ლარი, ხოლო საშუალო ზომის მაცივარი 530 ლარი.
პროექტის საერთო ღირებულება: 330+530=860

ჩვენ შევისყიდეთ აღნიშნული ნივთები. შესყიდვასთან დაკავშირებული საბუთების ნახვა შეგიძლიათ აქ.