geo

საქველმოქმედო

ასოციაცია ანიკა

დღის ცენტრს ესაჭიროებოდა მაცივარი და მუსიკალური ცენტრი

100 % დარჩა 0 ლარი

830GEL

100%

map

ასოციაცია ანიკა დაფუძნდა 1997 წელს ინვალიდ ბავშვთა მშობლების მიერ. ასოციაციის მიზნებია: 

  • შეზღუდული შესალებლობების მქონე ახალგაზრდების უფლებების დაცვა და სრული ინტეგრირება; 
  • ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა; 
  • განათლების, ხელოვნებისა და სპორტის ხელმისაწვდომობა;
  • პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა;
  • შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა დედების (მეურვეების) უფლებების დაცვა, მათი გააქტიურება და დასაქმების ხელშეწყობა.

ასოციაცია მართავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და ახალგაზრდების დღის ცენტრს. პროგრამის ფარგლებში 36 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი და ახალგაზრდა ყოველდღიურად უზრუნველყოფილია ცენტრსა და ბინაში ტრანსპორტირებით, საგანმანათლებლო და სოციალური რეაბილიტაციით, კულტურული და სპორტული ღონისძიებებით, ორჯერადი კვებით, დამოუკიდებელი ცხოვრების წესის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშემწყობი ინდივიდუალური პროგრამებით. 

ცენტრში ფუნქციონირებს კომპიუტერისა და ინგლისურის შემსწავლელი უფასო კურსები (ქ.თბილისის მერიის პროგრამა - ”მიიღე ცოდნა შენი დასაქმებისთვის”); სოციალური საწარმო - ტიხრული მინანქრის სახელოსნო; შრომითი თერაპიის გაკვეთილები; მუსთერაპიის გაკვეთილები. 

ცენტრს აღსაზრდელების ჯანსაღი და ჯანმრთელი კვებისათვის ესაჭიროება დიდი ზომის ორკამერიანი მაცივარი. ცენტრის საკუთრებაში მყოფი მაცივარი მცირე ზომისაა და სიძველის გამო ცუდად ფუნქციონირებს.

ასევე ცენტრს ესაჭიროება მუსიკალური ცენტრი, კარაოკეს ფუნქციით, მუსიკალური თერაპისათვის. 

სავაჭრო ცენტრ კიდობანში მაცივარი ღირს 530 ლარი, ხოლო მუსიკალური ცენტრი 270 ლარი.

სამწუხაროდ აღნიშნული მუსიკალური ცენტრი აღარ იყიდება, რის გამოც იძულებულები შევიქენით შეგვეცვალა პროექტი. 270 ლარის ნაცვლად ვნახეთ მუსიკალური ცენტრი რომელიც ღირს 300 ლარი.



ჩვენ შევისყიდეთ აღნიშნული ნივთები. შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ნახვა შეგიძლიათ აქ.