geo

საქველმოქმედო

წნორის საინიციატივო ჯგუფი

წნორის საინიციატივო ჯგუფს ესაჭიროება სკამები.

100 % დარჩა 0 ლარი

750GEL

100%

map

წნორის სამოქალაქო ინიციატივის შესახებ
 
 "წნორის საინიციატივო ჯგუფი"  შეიქმნა წნორელი სტუდენტების მიერ 2011 წლის მაისში, თბილისში. სტუდენტები გაერთიანდნენ  იმ აზრის გარშემო, რომ კახეთის რეგიონში, კერძოდ კი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის არ არსებობს სივრცე, სადაც ახალგაზრდებს  შესაძლებლობა ექნებოდათ შეკრებილიყვნენ,  გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის იდეები , პრობლემები. ეს კი ხელს უშლით მათ მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების/უნარების რეალიზება, იცხოვრონ მრავალფეროვანი ცხოვრებით და ა.შ.
 
მათთვის ასევე ხელმიუწვდომელია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, და თუ ზოგჯერ ის ხელმისაწვდომია, ახალგაზრდებს არა აქვთ ცოდნა/უნარები იმისა,   როგორ  გამოიყენონ ეს ინფორმაცია – ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამცირებს შემოქმედებითობისა და აქტივობის დონეს.
 
ყველაფერი ერთად კი ხელს უშლის მოზარდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას  და საბოლოოდ, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.
ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაკეთოთ ყველაფერი რაც, რათა მდგომარეობა გავხადოთ ოდნავ უკეთესი მაინც, ვიდრე არის და არ მოვაკლოთ მოზარდებს ის, რაც ჩვენ გვაკლდა რაიონში  ყოფნისას. ამის გაკეთება კი, როგორც დავრწმუნდით, არც ისე ძნელია, თუმცა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
 
საინიციატივო ჯგუფად ჩამოყალიბების შემდეგ ვცდილობთ თვეში მინიმუმ ერთი ღონისძიება მაინც ჩავატაროთ წნორში. ვაწყობთ შემეცნებით, კულტურულ შეხვედრებს, აღვნიშნავთ თარიღებს, ვაწყობთ სხვადასხვა სამოქალაქო აქტიობებს და ა.შ.. ღონისძიებები ბიუჯეტის არ არსებობის გამო თითქმის ყოველთვის ერთდღიანია.  აქტიობებში მონაწილეობას ზოგჯერ რაიონის 14 სკოლა მოაწილეობს. ჩვენი ღონისძიებები ძირიტადად სრულიად მოხალისეობრივად ტარდება.
 
2012 წლის 11 აპრილს "წნორის საინიციატივო ჯგუფი" ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც ა(ა)იპ "სამოქალაქო ინიციატივა".
სამომავლოდ, როგორც ორგანიზაცია, ვგეგმავთ უფრო მასშტაბურ და გრძელვადიან შედეგებზე გათვლილ აქტიობებს.

ჩვენი მიზანია წნორში:

  • მოეწყოს კითხვის კლუბი– ყოველი კვირა დაეთმობა ერთ ნაწარმოებს და კვირის განსაზღვრულ დღეს მსურველი ახალგაზრდები გაარჩევენ მას.
  • ჩატარდეს პერიოდული მოხსენებები– ადგილობრივ პოეტები, ისტორიკოსები, ხელოვანები თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები  მოამზადებენ მოხსენებებს , რომლითაც წარდგებიან მოზარდების წინაშე, რის შემდეგაც იქნება დისკუსია– ეს მოხდება მაქსიმალურად არაფორმალურ გარემოში.
  • გვინდა გავაკეთოთ გავაკეთოთ  "თავისუფალ სამოქალაქო ბიბლიოთეკას"– აქ იქნება თანამედროვე ლიტერატურა, როგორც მხატვრული, ასევე სამოქალაქო თემატიკის შესახებ, სხვადასხვა ორგანიზაციების პუბლიკაციები და ა.შ.,  ისეთი ლიტერატურა , რომელიც რეგიონში ხელმიუწვდომელია. ასევე იქნება უცხოენოვანი ლიტერატურა– მათი გამოყენება იქნება თავისუფალი.
  • მოეწყობა კინოჩვენებები მოსწავლეებისთვის სხვადასხვა თემატიკაზე – როგორც მხატრული, ასევე დოკუმენტური.
 

დამატებით ინფორმაცია წნორის საინიციატივო ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ ორგანიზაციის ფეიბუქის გვერდზე.


ამჟამად წნორის საინიციატივო ჯგუფს სჭირდება 25 სკამი, რათა განახორციელოს ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები.

შესაბამისი სკამი კომპანია "ოფის 1"-ში ღირს 30 ლარი. 

სულ პროექტის ღირებულება: 25*30=750