geo

საქველმოქმედო

კავშირი "მშობლების თანადგომა"

ორგანიზაციას ესაჭიროება მაცივარი და გამათბობელი.

100 % დარჩა 0 ლარი

950GEL

100%

map

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირი "მშობლების თანადგომა" დაფუძნებულია 2006 წელს შ.შ.მ. პირთა მშობლების ინიციატივით.

ორგანიზაციის მიზნებია:
  • შ.შ.მ. პირების, ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და მორალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. 
  • შ.შ.მ. პირთა ოჯახების მხარდაჭერა და მათი გააქტიურება.
  • სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა შ.შ.მ. პირთა ადამიანური ღირსების შესაბამისი გარემოს შექმნისა და ჯანმრთელობის პოლიტიკის შემუშავების საკითხებში. 

2008 წლიდან კავშირის ბაზაზე ფუნქციონირებს დღის განმავითარებელი ცენტრი. 25 შ.შ.მ. ბავშვი და ზრდასრული უზრუნველყოფილია პროგრამის მიხედვით ინდივიდუალური და ჯგუფური საგანმანათლებლო აქტივობების ფართო სპექტრით. თითოეული ბენეფიციარი, ინდივიდუალური გეგმის მიხედვით ღებულობს მრავალმხრივ სერვისს. 

ცენტრის ძირითადი საქმიანობაა: 

  • ფსიქო-კორექციული მომსახურება; 
  • ლოგოპედური მომსახურება;
  • მუს-თერაპია;
  • არტ-თერაპია;
  • ერგო-თერაპია;
  • დრამ-თერაპია;

ცენტრში ბავშვები უზრუნველყოფილები არიან ორჯერადი კვებით ექიმ-დიეტოლოგის მიერ შედგენილი მენიუს მიხედვით. საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით ვაწყობთ მათი ნამუშევრების გამოფენებს, კულტურულ ღონისძიებებს, ექსკურსიებს, გასვლებს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. 

აღსაზრდელთა ჯანსაღი, უსაფრთხო კვებისათვის ცენტრს ესაჭიროება მაცივარი. ამას გარდა ცენტრს ესაჭიროება გაზზე მომუშავე უსაფრთხო გამათბობელი. 

სავაჭრო ცენტრ კიდობანში შესაბამისი მაცივარი ღირს 520 ლარი ხოლო გაზის გამათბობელი 430 ლარი. 

სულ პროექტის ღირებულება 950 ლარი.