geo

საქველმოქმედო

ბერბუკის ბავშვთა დღის ცენტრი

სკოლემდელი განათლების ალტერნატიულ ცენტრს ესაჭიროება გამათბობელი და საწოლები.

100 % დარჩა 0 ლარი

950GEL

100%

map

სოფელ ბერბუკში დასახლებული დევნილი ბავშვებისათვის 2008 წლიდან 2012 წლამდე არ არსებობდა მოქმედი საბავშვო ბაღი, რაც დიდ სირთულეს უქმნიდა როგორც ბავშებს, ისე მათ მშობლებს. მშობლები ვერ ახერხებდნენ ბავშვებისათვის მიეცათ შესაბამისი სწავლა-განათლება უსახსრობის გამო. 2012 წელს ორგანიზაცია "ცივიტას გეორგიკას" დახმარებით გადაწყდა აღნიშნული დასახლების 3-დან 5 წლამდე ასაკის 20 ბავშვისათვის სკოლამდელი აღზრდის ალტერნატიული საბავშო ბაღის შექმნა, სადაც დევნილი ბავშვების განვითარებისათვის შესაბამისი პირობები იქნებოდა შექმნილი.

2012 წლის ივნისში გორის მე-17-ე საბავშვო ბაგა-ბაღის შენობაში "ცივიტას გეორგკიკას" დახმარებითა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით გარემონტდა 100 კვ.მ ფართი, სადაც ბავშებისათვის მყუდრო და სასიამოვნო გარემო შეიქმნა. აღნიშნულმა ორგანიზაციამ უზრუნველყო ბაღი როგორც ინვენტარით ისე მხატვრული და საკანცელარიო ნივთებით.

სამთრის სეზონთან დაკავშირებით საჭირო გახდა გაზის გამათბობლის შეძენა, რისთვისაც შესაბამისი სპონსორი ვერ მოიძებნა. ამის გამო შესაძლოა ზამთრის სეზონზე ცენტრმა მუშაობა შეწყვიტოს.

გათბობის გარდა ცენტრს კიდევ ერთი პრობლემა აქვს: 3 წლის ასაკის 10 ბავშვს ყოველთვის ესაჭიროება შუადღის ძლი, რასაც ალტერნატიული ბაღი ბერ აკმაყოფილებს საწოლების არქონის გამო.

გაზის გამათბობელი აოგ-5 "მოდული" გორში ღირს 450 ლარი, ხოლო საბავშვო საწოლი რომელსაც გვაწვდის შპს. "ჯი და ჯი" 50 ლარი.

პროექტის საერთო ბიუჯეტი: 450+500=950