კრეატიული იდეები
ქ-ბ. ლელა კუხალაშვილის ოჯახი
100 % დარჩა 0 ლარი
1562.5GEL
100%

სოფელ მისაქციელში ცხოვრობს ერთი ორშვილიანი ახალგაზრდა ოჯახი - დედა, მამა და ორი ვაჟიშვილი (დაწყებითი კლასის მოსწავლეები).
დედა - ლელა კუხალაშვილი ინვალიდია, უბედური შემთხვევის შედეგად ფეხზე ცელით მყესები გადაეჭრა და სასწაულებრივად გადაურჩა ფეხის მოკვეთას. ექიმის დაუდევრობის გამო კი, ფეხი დაუმოკლდა და რის გამოც უჭირს გადაადგილება. ამასთან, ეკონომიურმა მდგომარეობამ საშუალება არ მისცა სათანადო მკურნალობა ჩაეტარებინა და დღემდე სიარულის დროს ტკივილს განიცდის. მიუხედავად ამისა, ლელა შრომისმოყვარე და ენერგიული ადამიანია. მას და მის მეუღლეს აქვთ წარსულში პირუტყვის მოვლის გამოცდილება და ასეთის არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ საკუთარი ძალით რძისა და ყველის დამზადება.
მეწველი ძროხა ღირს 1000 ლარი.
პროექტის საერთო ღირებულება: (1000+25%)+25%=1562.5 ლარი