geo

საქველმოქმედო

რეაბილიტაციის ცენტრი „ბეღურები“

ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „ბეღურებს“ ესაჭიროებოდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სამზარეულოს ინვენტარი.

100 % დარჩა 0 ლარი

625GEL

100%

map

კავშირი ”ბავშვი და გარემო”-ს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი(სადღეღამისო) ”ბეღურები” 1996 წლიდან დახმარებას უწევს ქუჩისა და სოციალურად დაუცველ ბავშვებს. იგი მდებარეობს აბასთუმნის ქ. #4-ში.
სადღეღამისო კრიზისული ცენტრი წარმოადგენს დროებით სამყოფელს 25 ბავშვისათვის, რომელთაც მძიმე ან/და გადაუდებელი ვითარების გამო ესაჭიროებათ თავშესაფარი. 

ბევშვებს ”ბეღურებში” ეწევათ მრავალმხრივი ბაზისური და ფსიქო-სოციალური, სამედიცინო დახმარება. ისინი მონაწილეობენ საგანმანათლებლო და კულტურულ, შემეცნებით, სპორტულ აქტივობებში. (გამოფენები, სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.)

ამჟამად ცენტრის საქმიანობას აფინანსებს სახელმწიფო, თუმცა დაფინანსება ძალზედ მწირია.

ცენტრში მუშაობს შრომის, ხატვის და დრამის პედაგოგები. მოხალისეები, რომლებიც შეძლებისდაგვარად ეხმარებიან ცენტრს.

დეტალური ბიუჯეტი

საგანი ღირებულება

  • დიდი ქვაბი - 55
  • დიდი ქვაბი(პატარა) - 50
  • ხორცის გასატარებელი მანქანა - 100
  • ჩოპერი(პატარა ბლენდერი) -40
  • დრუშლაგი(2ც) - 16
  • სახეხი - 10
  • ხახვის და მწვანილების მექანიკური ჩოპერი - 25
  • ჩაის კოვზები (1ც-1ლ.) 24ც  - 24
  • ჩანგალი (1ც-1ლ.) 24ც - 24
  • ტაფა - 25
  • ჩამჩა (1ც-8ლ.) 2ც  - 16
  • ღრმა თეფშები(1ც-2ლ) 35ც - 70
  • ჩაიდანი - 25
  • ჯამი 3ც - 20

სულ - 500 ლარი

ჩვენ შევისყიდეთ ყველა საჭირო ნივთი. შესყიდვის დოკუმენტაცია და მიღება ჩაბარების აქტი შეგიძლიათ იხილოთ აქ