geo

საქველმოქმედო

ბავშვთა დღის ცენტრი

შეზღუდული უნარების მქონე ბავშვთა ქუთაისის დღის ცენტრს ესაჭიროებოდა მეტალის კონსტრუქციით აგებული პანდუსი.

100 % დარჩა 0 ლარი

237.5GEL

100%

map

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს "ჯადოსნურ სამყარო“-ს 2008 წლიდან ადმინისტრირებას უწევს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

დღის ცენტრის მიზანია ბავშვების ინდივიდუალური განვითარების და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი საყოფაცხოვრებო, სოციალური, გარემოში ადაპტაციისა და დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ–ჩვევების განვითარებით. ბავშვები ყოველდღე აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ და გასართობ აქტივობებში პროფესიონალი პედაგოგების, ფსიქოლოგის და ოკუპაციური თერაპევტის ზედამხედველობით.
ამჟამად "ჯადოსნურ სამყაროში“ სულ 19 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი იღებს მომსახურებას, აქედან 6 ეტლით მოსარგებლეა. ეტლების შეუზღუდავი გადაადგილებისთვის საჭიროა პანდუსი, რომელიც შენობას არა აქვს. ყველაზე მარტივი გზა აღნიშნული პრობლემის მოგვარებისათვის არის მეტალის კონსტრუქციით აგებული პანდუსის დამონტაჟება შენობის კიბეებზე, რომლის დამზადების ღირებულება 190 ლარს შეადგენს. სამწუხაროდ, ცენტრს მწირი დაფინანსების გამო ამ ხარჯის გაწევის შესაძლებლობა არა აქვს.

ჩვენ დავამზადებინეთ აღნიშნული პანდუსი. პანდუსის შესრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.