geo

საქველმოქმედო

ქ-ნ. მაია წიგნაძის ოჯახს ესაჭიროება სარეცხი მანქანა

ქალბატონი მაია წიგნაძე მარტო ზრდის ორ ვაჟს, მათ შორის ერთ მცირეწლოვანს. მათ ჭირდებათ სარეცხი მანქანა, რომლის შეძენისთვისაც საჭიროა 586.25 ლარი.

100 % დარჩა 0 ლარი

586.25GEL

100%

map

ქალბატონი მაია წიგნაძე, თელავში, მარტო ზრდის ორ ვაჟს, მათ შორის ერთ მცირეწლოვანს. ქალბატონ მაიას აქვს დაზიანებული ხელი, რაც მას შრომის უუნაროს ხდის. დედის დახმარების გარეშე ბიჭები ვერ უმკლავდებიან საკუთარი ტანსაცმლის რეცხვას. უმცროსი შვილი თავს არიდებს ამის გამო სკოლაში სიარულს და თანატოლებთან თამაშს.

ოჯახის შემოსავალი ძალიან მცირეა. ქალბატონ მაიას მკურნალობას ემატება მისი შვილის ჯანმრთელობის ხარჯების პრობლემებიც. ოჯახს შესაძლებლობა არ აქვს შეიძინოს ავტომატური სარეცხი მანქანა.

სარეცხი მანქანა კომპანია ბეკოში ღირს 469 ლარი.

პროექტის ღირებულება: 469+25%=586.25