geo

საქველმოქმედო

ქ-ბ. შორენა წიკლაურის ოჯახი

ქ-ბ. შორენას ტყუპ ქალიშვილებს ესაჭიროებოდათ საწოლი

100 % დარჩა 0 ლარი

437.5GEL

100%

map

ქ-ბ. შორენა მარტო ზრდის ოთხ შვილს, რომელთაგან ორს, ტყუპებს მშობიარობის ტრამვის შედეგად სჭირთ ცერებრალური დამბლა. ქ-ბ. შორენა უმუშევარია, რამდენადაც არ შეუძლია შვილების უყურადღებოდ დატოვება. ოთხივე შვილი სწავლობს სკოლაში. 
ოჯახის შემოსავალი არის სხვადასხვა კატეგორიით მინიჭებული პენსია, რომელიც საერთო ჯამში 290 ლარს შეადგენს. 

ტყუპები იწვნენ მეზობლის მიერ ნათხოვარ საწოლებზე, თუმცა საწოლებთან მისადგომი ადგილის სივიწროვის გამო ქ-ბ. შორენას ურთულდებოდა მათთვის ადგომის და დაწოლის დროს ხელის შეწყობა. მათ ესაჭიროებოდათ ახალი საწოლი. 

საწოლი დაამზადა ი/მ ლიანა ჩადუნელმა.
მისის პარამეტრებია: 160/180-ზე. ფასი 350 ლარი

პროექტის საერთო ღირებულება: 350 + 25% = 437.5


ჩვენ შევისყიდეთ მოთხოვნილი საგანი. საგნის შესყიდვის ამსახველი დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.